ფეხბურთი

14:10 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ" ინსუა დაიმატა

გელზენკირხენის “შალკემ” ესპანელი ცენტრალური მცველი პაბლო ინსუა დაიმატა. ტრანსფერი “ხუმარების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

23 წლის მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო “დეპორტივომ” მის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევრო მიიღო.

ინსუა გასულ სეზონში “ლეგანესში” იყო განათხოვრებული. მან კასტილიური კლუბის მაისური 30-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11019