ფეხბურთი

11:20 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მეექვსე - ჰაკან ჩალჰანოღლუ

იტალიური „მილანი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, უკვე გადაწყვეტილია, რომ „სან სიროზე“ კარიერას თურქეთის ნაკრებისა და ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ გააგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი დღეს მილანში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტრანსფერის ღირებულებამ 21 მილიონი ევრო შეადგინა. აქვე გეტყვით, რომ ჩალჰანოღლუს თებერვლიდან მოყოლებული დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რომელიც ახლახან დასრულდა.

ჰაკან ჩალჰანოღლუ ქამდე „კარლსრუეში“, „ჰამბურგსა“ და „ლევერკუზენში“ თამაშობდა. „ფარმაცევტთა“ რიგებში იგი ბოლო წლებში გამორჩეულიც იყო. რაც „მილანს“ - ჩალჰანოღლუ „როსონერის“ მეექვსე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მატეო მუსაჩოს, ფრანკ კესიეს, რიკარდო როდრიგესის, ანდრე სილვასა და ფაბიო ბორინის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113238