ფეხბურთი

15:40 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა მარკინიოსმა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წელს "რომადან" გადავიდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 44 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლით გამოიჩინა. 2016/17 წლების სეზონში მარკინიოსის სატრანსფერო ღირებულება 30-დან 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119755