ფეხბურთი

23:40 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ქუთათელაძემ პსჟ-სთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ქართველი თავდამსხმელი ნიკა ქუთათელაძე ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ 17 წლამდე გუნდში ითამაშებს. 16 წლის ჩევენებურმა დღეს პარიზულ კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და დამდეგ სეზონში საფრანგეთის 17 წლამდე ჩემპიონატში მოუწევს გარჯა, რომლის მოქმედი ჩემპიონი სხვათა შორის, პსჟ გახლავთ.

ხელშეკრულების დებულების თანახმად, ნიკას მთავარი გუნდის მწვრთნელის დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეეძლება პირველ გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიში.

ნიკა ქუთათელაძემ გასული სეზონი „პარი სენ ჟერმენის“ 15 წლამდე გუნდში გაატარა და ლიდერიც იყო - 20 გოლი გაიტანა. აქვე შეგახსენებთ, ქუთათელაძე საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123238