ფეხბურთი

14:51 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მონპელიეს" პრეზიდენტი საკუთარ დაბადების დღეს გარდაიცვალა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ „მონპელიეს“ პრეზიდენტი ლუი ნიკოლენი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბედის ირონიით, ნიკოლენმა სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეს დაასრულა.

ნიკოლენი 74 წლის შესრულებას რესტორანში აღნიშნავდა, რა დროსაც გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

ლუი ნიკოლენი „მონპელიეს“ 1974 წლიდან ედგა სათავაში. 1990 წელს გუნდმა საფრანგეთის თასი მოიგო, ხოლო 2011-2012 წლების სეზონში მისთვის არნახულ წარმატებას მიაღწია და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

0.126553