ფეხბურთი

0:07 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ შეველა: "ტორპედოსთან" ადვილი თამაში არ გვექნება"

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ „ტრენჩინს“ დაუპირისპიდება. პირველი მატჩი 29 ივნისს, ტრენჩინში გაიმართება და აღნიშნული თამაშის შესახებ მასპინძელთა დამრიგებელმა მარტინ შეველამ ისაუბრა.

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს რთული თამაში ელოდება, რადგან ქუთაისელებსაც იგივე მიზანი აქვთ დასახული, რაც „ტრენჩინს“ - ევროპა ლიგის შემდგე ეტაპზე გასვლა.

„რა თქმა უნდა, ადვილ თამაშს არ ველოდებით. სტუმრებსაც იგივე მიზანი აქვთ, როგორც ჩვენ - ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა. ჩემი ინფორმაციით, „ტორპედო“ ჩვენს სტილში თამაშობს. მებრძოლი გუნდია და კარგად მუშაობენ მოედანზე. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ხელოვნურ საფარზე თამაში ჩვენთვის უპირატესობა არაა.

„ტრენჩინის“ ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ევროთასის მატჩს საკუთარ ქალაქში. ეს გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ არ მოუწევთ სხვა ქალაქებში სიარული ჩვენი თამაშის სანახავად.

გუნდში კარგი განწყობაა და წარმატებაზე ვფიქრობთ. სურვილი გვაქვს რაც შეიძლება შორს წავიდეთ შეძლებისდაგვარად. თუ ასე მოხდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები“, - აღნიშნა შეველამ.

შეგახსენებთ, „ტრენჩინისა“ და „ტორპედოს“ მატჩი 29 ივნისს, სლოვაკეთში, გაიმართება და თბილისის დროით19:20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115891