კალათბურთი

14:01 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-მ საუკეთესოები დაასახელა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა, როგორც ვთქვით, MVP რასელ უესტბრუკი გახდა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “ჰიუსტონ როკეტსის” დამრიგებელი მაიკ დანტონი აღიარეს. “ჰიუსტონმა” 55 შეხვედრა მოიგო და 27 წააგო. 2015/16 წლების სეზონთან შედარებით, ტეხასელებმა 14 შეხვედრით მეტი მოიგეს. დანტონიმ წლის საუკეთესო მწვრთნელთა დავაში გრეგ პოპოვიჩს (“სან ანტონიო”) და ერიკს სპოელსტრას (“მაიამი”) აჯობა.

წლის საუკეთესო დამცველი, ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი დერიმონ გრინი გახდა.

წლის გაუმჯობესებული მოთამაშე “მილოუკი ბაქსის” ბერძენი იანის ანტეტოკუნმპოა. იანისი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 22.9 ქულას, 8.8 მოხსნას, 5.4 პასს, 1.6 ჩაჭრას და 1.9 ბლოკ-შოტს აკეთებდა.

საუკეთესო მეექვსე მოთამაშე “ჰიუსტონ როკეტსის” უკანახაზელი ერიკ გორდონი გახდა. გორდონი საშუალოდ ერთ მატჩში 16.2 ქულას აგდებდა, ერიკმა განვლილ სეზონში 246 სამქულიანი ჩააგდო, რაც ძალიან კარგი შედეგია.

საუკეთესო თანაგუნდელად “დალასის” ლეგენდა დირკ ნოვიცკი აღიარეს. დირკი საშუალოდ ერთ მატჩში 14.2 ქულას აგდებდა.

წლის საუკეთესო ახალწვეული მალკოლმ ბროგდონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.094123