ფეხბურთი

0:30 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონმა” ტრაორე გაიფორმა

“ლიონმა” ლონდონის “ჩელსის” შემტევი ბერტრან ტრაორე გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

ფრანგული კლუბი თავდაპირველად “ჩელსის” 8.8 მილიონ ფუნტს გადაუხდის, თუმცა ეს თანხა ბონუსების სახით შესაძლოა 16 მილიონ ფუნტამდე ავიდეს. 21 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრაორე გასულ სეზონში იჯარით “აიაქსში” თამაშობდა და 39 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11189