ფეხბურთი

20:52 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ გერეიროს ეპატიჟება

“პარი სენ ჟერმენი” დორტმუნდის “ბორუსიას” მარცხენა ნახევარმცველით რაფაელ გერეიროთი დაინტერესდა და გერმანელებს შეთავაზება უკვე გაუკეთა.

La Parisien-ის ინფორმაციით, ფრანგები პორტუგალიელით ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაინტერესდნენ, ახლა კი მის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გამოყვეს.

24 წლის მოთამაშემ 2016-2017 წლების სეზონში ბუნდესლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126036