ჩოგბურთი

17:56 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ჰალეს მეცხრე ტიტული მოიპოვა

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირი სარეკორდო მეცხრე ტიტული მოიპოვა. ფედერერმა ფინალში მისთვის უხერხული მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იოლად 6:1, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა სულ 54 წუთს გაგრძელდა. როჯერ არც ერთი სეტში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როჯერმა 8-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო გერმანელს ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2 გახდა.

ფედერერმა ერთეულთა თანრიგში 92-ე ტიტული მოიპოვა, რითაც როჯერი მესამე ადგილზეა. 94 ტიტულით მეორე ადგილზე ივან ლენდლია, ხოლო პირველ პოზიციას ჯიმი კონორსი იკავებს – 109.

ფედერერი ისტორიაში გახდა მეორე ჩოგბურთელი რაფაელ ნადალის შემდეგ, ვინც ერთი ტურნირის მოგება ცხრაჯერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117033