ფეხბურთი

12:30 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დოპინგ-სკანდალი ფეხბურთში: ფიფა რუსეთის ნაკრების საქმეს იძიებს

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო 2014 წლის მუნდიალზე რუსეთის ეროვნული ნაკრების მიერ დოპინგის მიღების ფაქტს იძიებს. როგორც Mail on Sunday-ს გამოძიებამ გამოააშკარავა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე რუსეთის 23-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დოპინგის მიღებაში არის ეჭვმიტანილი. ცნობილ დოპინგ-სკანდალში, რომელიც სხვადასხვა სპორტის სახეობებში 1000-ზე მეტი სპორტსმენია გარეული, მათ შორის 34 ფეხბურთელია.

ამჟამად რუსეთი კონფედერაციათა თასს მასპინძლობს და ეროვნული ნაკრები გუშინ მექსიკასთან 1:2 მარცხის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებამდე კი ერთი წელიწადი დარჩა. ფიფამ დოპინგის საქმის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ გამოცემას დაუდასტურა და განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიებით ცნობილი ხდება, რომ ასეულობით სპორტსმენი, რომელიც წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან, აგრძელებს მოღვაწეობას კვლავ. 34 ფეხბურთელის ანალიზია ინტერესის სფეროში მოხვედრილი და მიდის დაზუსტება თუ რომელი უკავშირდება მსოფლიოს ჩემპიონატს. ასევე ცნობილია, რომ რუსეთის ნაკრების 5 წევრი, რომლის ანალიზიც მოწმდება, მიმდინარე კონფედერაციათა თასზე ასპარეზობდა.

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტოს ყოფილმა მეთაურმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა დიკ ფაუნდმა განაცხადა, რომ ფიფას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და თუ საქმეს ბოლომდე არ გამოიძიებს და არ იმოქმედებს, შერცხვენილი დარჩება.

0.145777