კალათბურთი

23:00 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"აკადემია" 16 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდელთ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა „აკადემია“. ალექსი ჯაფარიძისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა ქუთაისი და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულს დაეპატრონა.

ჩემპიონობის მომტანი მატჩი აკადემიელებმა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში მოიგეს. შეხვედრას მთელი თამაშის განმავლობაში მასპინძლები იგებდნენ, „ქუთაისი“ კი ცდილობდა საქმის გამოსწორებას, რაც მესამე პერიოდში კი გამოუვიდა და ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

„აკადემიის“ უკანახაზელებმა - ბექა ბექაიამ და ლუკა ბიჩინაშვილმა დამაჯერებლად ითამაშეს, რასაც მხარი წინახაზელებმაც აუბეს და ჯაფარიძის გუნდმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 78:71. ჩემპიონებს 28 ქულით ბექა ბექაიამ ულიდერა. 10-10 ქულა დააგროვეს ბიჩინაშვილმა და ლაშა მიქელაძემ.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემოანიალზე პრიზიორი გუნდები მედლებითა და სიგელებით საერთაშორისო კლასის არბიტრმა, ვეტერანმა როლანდ ხომერიკმა დააჯილდოვა. სახელოვანი კალათბურთელების - ვლადიმერ უგრეხელიძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის თასის გამარჯვებულები ვეტერანმა ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვა, ხოლო საჩემპიონო თასი „აკადემიელებს“ ეროვნული ნაკრების წევრმა - დუდა სანაძემ გადასცა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113596