ფეხბურთი

20:21 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარს 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა (+VIDEO)

ჩინური “შანხაისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ, ოსკარს 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში “გუანჯოუს” ფეხბურთელს 2-ჯერ მოახვედრა ბურთი და მოთამაშეებს შორის ჩხუბი ატყდა. ამ მომენტში პროვოკატორი ოსკარი გახლდათ.

ჩინური ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას მიმართა, თუ როგორ უნდა დაესაჯათ ბრაზილიელი და დისციპლინარული მოსმენის შემდგომ, რომელსაც თავად ბრალდებული არ დასწრებია, განაჩენი გამოიტანა და 25 წლის მოთამაშეს 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ასევე 5 000 დოლარით დააჯარიმა.

მიმდინარე სეზონში ოსკარმა 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ბრაზილიელი თამაშს 13 აგვისტომდე ვერ შეძლებს.

0.111746