ფეხბურთი

21:29 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბული და უგოლო ფრე ბათუმში

ზღვისპირული დერბი ფრედ, 0:0 დასრულდა. ბათუმის "დინამომ" სარაგბო არენაზე ფოთის "კოლხეთს" ვერ მოუგო. ამ ტურამდე ორივე გუნდს 16-16 ქულა ჰქონდა და მერვე-მეცხრე ადგილზე იყვნენ. თითო-თითო ქულა მიემატათ, ადგილები კი არ შეუცვლიათ.

სარაგბო არენაზე ბევრი გულშემატკივარი მიდის, ბათუმელებს ენატრებათ ფეხბურთი, ეგაა, ეს სარბიელი "დინამოსთვის" მაინცდამაინც იღბლიანი ვერ არის.

67-ე წუთზე ნიკა მგელაძემ ხელი ჰკრა ფოთელთა მეგოლე მიკოლა კოვტალიუკს, უკრაინელმაც არ დაუთმო და ორივე ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან. 73-ე წუთზე კი მეორე გაფრთხილებისთვის, "კოლხეთის" მცველი ვარლამ კილასონიაც ნაადრევად გაუშვეს გასახდელში. ბოლოს ბათუმის "დინამო" ბევრს უტევდა, მაგრამ გოლს ვერ ეწია.

დინამო (ბათუმი) - კოლხეთი (ფოთი) 0:0

დინამო ბათუმი: ტიმოფეევი, ფარტენაძე, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე (ტვილდიანი 82), თევდორაძე (ე.გრიგალაშვილი 61), გორელიშვილი (კვანტალიანი 61), კვასოვი

კოლხეთი: სიკაჩი, გ.კილასონია, კერძევაძე, ვ.კილასონია, ოტიენო, ბოლქვაძე, ენდელაძე, კორობკა (კაკულია 52), ჯანელიძე (დაფე 72), ლუკავა (ბუხაიძე 76), კოვტალიუკი

გაფრთხილება: გორელიშვილი, შონია - ვ.კილასონია, ბოლქვაძე, ვ.კილასონია, ოტიენო

გაძევება: მგელაძე (67) - კოვტალიუკი (67), ვ.კილასონია (73)

მსაჯი: სილაგავა

0.112606