ფეხბურთი

12:25 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამო” ევროპა ლიგის პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს

ბათუმის “დინამო”ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს პოლონურ “იაგელონიასთან” შინ ჩაატარებს.

გამომდინარე იქედან, რომ ბათუმელებს საკუთარი სტადიონი არ აქვთ, მათი შეხვედრა 6 ივლისს, ქუთაისში უნდა გამართულიყო, თუმცა ამავე დღეს “ტორპედოსაც” უწევს ევროპა ლიგაზე თამაში. ამიტომ გადაწყდა “იაგელონია”-“დინამოს” წყვილში მასპინძლის შეცვლა და როგორც “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ბათუმელები პირველ მატჩს 29 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ. საპასუხო შეხვედრა კი, 6 ივლისს პოლონეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113508