ფეხბურთი

16:47 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ყარაბახის” მწვრთნელი: "ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა"

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” მეტოქე “ყარაბახის” თავკაცი გურბან გურბანოვი კენჭისყრის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა. აზერბაიჯანელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ხუთი სავარაუდო მეტოქიდან ყველაზე ძლიერი სწორედ "სამტრედია" იყო.

"ისინი სხვებზე უკეთ გვიცნობენ. შარშან ვნახეთ, თუ როგორი ფეხბურთი აჩვენა "სამტრედიამ" "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრაში, როცა 2:1 მოუგო. "სამტრედია" მებრძოლი გუნდია. საქართველოს ჩემპიონატი ახლა გახურებულია და ეს სამტრედიელთა უპირატესობაა. ჩვენ კი ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებებში გვყავდა გაშვებული, ისინი 20 ივნისის შემდეგ შემოგვიერთდებიან" - აღნიშნა კენჭისყრის დასრულების შემდეგ “ყარაბახის” მთავარმა მწვრთნელმა.

"სამტრედიასა" და "ყარაბახის" პირველი შეხვედრა 11/12 ივლისს აზერბაიჯანში, ხოლო საპასუხო 18/19 ივლისს საქართველოში გაიმართება.

0.115199