ფეხბურთი

15:20 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ქართული კლუბების მეტოქეები

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა. ქართული კლუბები ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმებიან და სამივე მათგანს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა:

“ჩიხურა” (საქართველო) – “ალტახი” (ავსტრია)

“იაგელონია” (პოლონეთი) – ბათუმის “დინამო” (საქართველო)

“ტრენჩინი” (სლოვაკეთი) – “ტორპედო” (საქართველო)

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისს და 6 ივლისს გაიმართება.

"ჩიხურა"-"ალტახის" წყვილში გამარჯვებულს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრესტის "დინამო" ელის, "იაგელონია"-ბათუმის "დინამოს" შორის გამარჯვებული აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება, "ტრენჩინი"-"ტორპედოს" შორის საუკეთესო კი თელ-ავივის "ბნეი იეჰუდასთან" ითამაშებს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 13 და 20 ივლისს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114714