ჩოგბურთი

21:02 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ლონდონის ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლონდონის ტურნირზე იასპარეზებს. ძირითად ბადეში მსოფლიოს რეიტინგის 55-ე პოზიციაზე მყოფი ქართველის მეტოქე ჟილ მიულერი იქნება. აღნიშნული მოთამაშეები ერთამანეთს მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს მეცის ტურნირზე შეხვდნენ და ლუქსემბურგელმა მეტოქე 6:4, 6:2 დაამარცხა.

მიულერი ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 28-ე ადგილზეა, თუმცა მიმდინარე კვირაში ჰერცოგენბოშის ტურნირის ფინალში გავიდა და განახლებულ რეიტინგს 26-ე პოზიციაზე შეხვდება, რაც მისთვის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბასილაშვილის და მიულერის დაპირისპირება 19 ივნისს 13:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110345