ფეხბურთი

22:32 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გარსიამ "სენტ-ეტიენი" ჩაიბარა

44 წლის სპეციალისტმა ოსკარ გარსიამ "სენტ-ეტიენი" ჩაიბარა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა ლიგა 1-ის გუნდთან ორწიანი კონტრაქტი გააფორმა.

გარსია ფრანგულ კლუბამდე "ზალცბურგს" თავკაცობდა. ავსტრიულ გუნდს შიდა ჩემპიონატი და თასი 2-2-ჯერ მოაგებინა. ოსკარის ხელმძღვანელობით 73 შეხვედრიდან "ზალცბურგმა" მხოლოდ 10 წააგო, 12 მატჩში ფრე ითამაშა და 51 დაპირისპირებაში იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116531