ფეხბურთი

23:10 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტოლისო “ბაიერნის” ფეხბურთელია

“ლიონის” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“რეკორდმაისტერმა” 22 წლის ფეხბურთელში 41.5 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა.

ტოლისომ გასულ სეზონში “ლიონის” მაისური 47-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13019