ფეხბურთი

19:57 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი “დორტმუნდში” ითამაშებს

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ დაანონსა.

ცნობილი საფეხბურთო აგენტი ამ დღეებში დორტმუნდში შენიშნეს და სიმართლეც გაირკვა:

“დიახ, აქ ბალოტელის გამო ვარ – მარიო მომდევნო სეზონში “დორტმუნდიში” ითამაშებს”, - თქვა მინომ.

ჯერჯერობით უცნობია ხელშეკრულების პირობები და კონტრაქტის ხანგრძლივობა. შეგახსენებთ, სუპერმარიომ გასული სეზონი “ნიცაში” გაატარა და ყველა ტურნირის ჩათვლით 28 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო.

0.112457