ფეხბურთი

23:23 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოლისომ “ბაიერნიც” დააინტერესა

“ბაიერნი” “ლიონის” ახალგაზრდა ნახევარმცველით კორენტინ ტოლისოთი დაინტერესდა.

კლუბის ხელმძღვანელებმა “ლიონის” პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლასთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს და მათი ინტერესი გუნდის ცენტრალურ ნახევარმცველ ტოლისოზე პირადად დაუდასტურეს.

გარდა “ბაიერნისა”, ფრანგი მოთამაშის შეძენის სურვილი “იუვენტუსს” და “ჩელსის” აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლების სეზონში ტოლისომ “ლიონის” შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

0.110696