ფეხბურთი

16:00 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პეტერ ბოში "დორტმუნდის" მწვრთნელია

ჰოლანდიელი პეტერ ბოში "დორტმუნდის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ პოსტზე შეცვალა ტომას ტუხელი, რომელმაც ორი წელი იმუშავა რურის კლუბში. კანდიდატი ორი იყო - ბოში და ლუსიენ ფავრი, რომელიც "ნიცას" წვრთნის.

პეტერ ბოშის მთავარი მიღწევა კარიერაში: ამსტერდამის "აიაქსი" ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. 17-18-19 წლის ბიჭებისგან ააწყო მშვენიერი გუნდი და "დორტმუნდმაც" სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინა - მათაც ხომ ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და არჩიეს სპეციალისტი, რომელიც კარგად მუშაობს ახალ თაობასთან.

პეტერ ბოში ქართველ ფეხბურთელებთანაც მუშაობდა, კერძოდ, არნემის "ვიტესში" გურამ კაშიასთან, ვაკო ყაზაიშვილთან და გიორგი ჭანტურიასთან.

0.106944