ფეხბურთი

15:23 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:სეზონი კულმინაციას უახლოვდება

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის მორიგ გადატვირთულ უქმეებს, ტრადიციულად თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. 2, 3 და 4 ივნისს კალენდარული ტურის და პლეი-ოფის მატჩები გაიმართა.

პარასკევს გაირკვა სუპერლიგა B-ს მეორე ნახევარფინალური წყვილის ვინაობაც, რისთვისაც გადამწყვეტი მესამე შეხვედრების ჩატარება გახდა საჭირო.

უაღრესად დრამატული და დაძაბული გამოდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ზესტაფონის „ფეროს“ დაპირისპირება. მატჩის ძირითადი დროის ფრედ 5:5 დასრულების შემდეგ, მატჩის ბედი 7 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო მეტად იმერლებს გაუმართლათ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ფეროს მეტოქე 1/2 ფინალში ევროკრედიტი იქნება, რომელმაც ვივუსი მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში დაამარცხა 3:1. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, აქ ერთმანეთს Fundayდა საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისპირდებიან. 1/2 ფინალური სერია 11 ივნისს აიღებს სტარტს.

02.06.2017. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (III)

კსუ - სკ ფერო 5:5 (პენ.2:3), (1:2), (4:3)

სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge 3:1, (1:0), (0:2)

პარასკევს დაიწყო და შაბათს გაგრძელდა ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები.

ფრე3:3 დასრულდა DHL-სა და ელიტა ბურჯის დაპირისპირება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა 9:1 სძლია ჰერმესს, თბილისის მერიამ 6:0 აჯობა ხალიკ ბანკს, ხოლო ბილტმორმა სადებიუტო ჩემპიონატში, სადებიუტო გამარჯვება მტკვარი ენერჯის წინააღმდეგიზეიმა - 5:1.

02.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. IVტური

DHL - ელიტა ბურჯი 3:3

03.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური

სდსს - ჰერმესი 9:1

ხალიკ ბანკი - თბილისის მერია 0:6

მტკვარი ენერჯი - ბილტმორი 1:5

მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა სუპერლიგა C-ში. აჭარა ჯგუფი ტატიშვილს დაუზავდა 1:1, ხოლო აჭარის ნაკრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი დაამარცხა 6:3.

03.06.2017. სუპერლიგა C. IV ტური

აჭარა ჯგუფი - ტატიშვილი 1:1

04.06.2017. სუპერლიგა C. IV ტური

ეთა - აჭარის ნაკრები 3:6

განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული ტრადიციულად კვირის სათამაშო დღე გამოდგა. კორპორატიული ლიგის განმეორებით 1/4 ფინალებთან ერთად, სუპერლიგის თასის ¼ ფინალური შეხვედრებიც გაიმართა.

ოქროს ლიგის მეოთხედფინალურმა სერიამ შაბათს აიღო სტარტი. ნატახტარმა ფეხბურთის ფედერაცია მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა, ამჯერად7:2 და ასპარეზობას გამოთიშა. ნატახტარის მეტოქე მომდევნო ეტაპზე პატრულისა და ვითიბი ბანკის წყვილში გამარჯვებული იქნება. ამ გუნდებმა მხოლოდ კვირას გამართეს პირველი დაპირისპირება - 2:1 ძალოვნების სასარგებლოდ. ½ ფინალში ითამაშებს საქართველოს ფოსტა, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში 2:0 სძლია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. პირველი შეხვედრა „ფოსტალიონებს“ 5:2 ქონდათ მოგებული. რაც შეეხებას მათ მეტოქეს, იგი გაცილებით ადრე გაირკვა, GWP-მ სერიაში 2:0 აჯობა არმიას.

03.06.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (II)

ნატახტარი - სფფ-2 7:2 (5:3)

04.06.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (II)

საქ. ფოსტა - TTC 2:0 (5:2)

პატრული - ვი თი ბი ბანკი 2:1

ვერცხლის ლიგის ორი ნახევარფინალისტის ვინაობას, მესამე გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს.

პირველ მატჩში წაგების შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა 7 მეტრიანების წყალობით შეძლო ლიბერთი ბანკთანსერიაში ანგარიშის გათანაბრება. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ერთი ბურთი აღმოჩნდა საკმარისი, რომ ავერსს ევროპაბეთთან რევანში აეღო და საქმე გადამწყვეტ დაპირისპირებამდე მიეყვანა. 1:0 „ფარმაცევტების“ სასარგებლოდ.

რაც შეეხება კიდევ ორ დაპირისპირებას, აქ მოლოდინისამებრ ყველაფერმა „გეგმიურად“ ჩაიარა, საქართველოს ბანკმა და ბაქსვუდმა, მეორე შეხვედრებიც მოუგეს მეტოქეებს - „ბანკირებმა“ მინას 11:0, ხოლო „მოსწავლეებმა“ ბანკი რესპუბლიკა დაამარცხეს 3:1.

½ ფინალში საქართველოს ბანკის მეტოქე ევროპაბეთი-ავერსის წყვილში გამარჯვებული იქნება, ხოლო ბაქსვუდი RS-ლიბერთის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

04.06.2017. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (II)

საქართველოს ბანკი - მინა 11:0 (2:1)

RS - ლიბერთი ბანკი 2:2 (პენ.4:3), (2:3)

ბაქსვუდი - რესპუბლიკა 3:1. (5:1)

ევროპაბეთი - ავერსი 0:1, (1:1,პენ.3:2)

ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ სუპერლიგის თასზე, სადაც ¼ ფინალური შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. პსპ-მ „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას“ სძლია 8:1 და მომდევნო ეტაპზე მფკ ნატახტარს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ თასზე ასპარეზობას ზესტაფონის „ფერო“ გამოთიშა - 10:3. ფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტვ იმედი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, „სტუდენტებმა“ ჯვაროსნები 2-ს სძლია 9:3, ხოლო იმედმა თელავი დაამარცხა 7:3. სუპერლიგის თასის ½ ფინალური შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება.

04.06.2017. სუპერლიგის თასი. 1/4 ფინალი

სკ პსპ - GM ჭიათურა 8:1

სკ თელავი - ტვ იმედი 3:7

მფკ ნატახტარი - სკ ფერო (ზეს) 10:3

კსუ - სკ ჯვაროსნები-2 9:3

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12685