ფეხბურთი

15:57 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტუხელმა “დორტმუნდი” დატოვა

დორტმუნდის “ბორუსიამ” ტომას ტუხელი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. მხარეებს შორის კონტრაქტის გაუქმების შესახებ განცხადება გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მართალია კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტომას ტუხელის წასვლა არ უკავშირდება ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა გერმანული პრესა მეტწილად სწორედ ტუხელისა და “დორტმუნდის” აღმასრულებელ დირექტორ იოაჰიმ ვაცკეს დაპირისპირებას მიიჩნევს მიზეზად.

43 წლის სპეციალისტი გუნდს ორი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ვინაიდან “დორტმუნდთან” ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებდა, ის კომპენსაციის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

გერმანული მედიის ვარაუდით, “დორტმუნდს” ლუსიენ ფავრი ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს “ნიცას” ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118863