ფეხბურთი

20:41 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" სვლას არ აჩერებს

საჩხერის "ჩიხურამ" თბილისში 2:1 მოუგო "საბურთალოს". ზემოიმერლებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში 10 ქულა აიღეს და მეოთხე ადგილზე არიან, საბურთალოელებმა კი მიჯრით მესამე თამაში წააგეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს დაუბრუნდნენ კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი და თედო გრიგალაშვილი, რომლებსაც ტრავმა ჰქონდათ.

გოლებს რაც შეეხება, "ჩიხურამ" პირველი ბურთი პენალტით გაიტანა. ელვინ ტერამ წააქცია მიხეილ სარდალიშვილი, 11 მეტრიდან კი დიმიტრი ტატანაშვილმა ზუსტად დაარტყა - 0:1.

პირველივე ტაიმში, ექვსწუთიან მონაკვეთში კიდევ ორი გოლი. "საბურთალომ" ასე გაათანაბრა: გიორგი კოხრეიძემ ჩამოიშორა მეტოქე, გააყოლა ვაგნერს, რომელმაც საჯარიმოში შეაგორა ბურთი და იქ გიორგი ფანცულაიასთან ორთაბრძოლისას შოთა კაშიამ ავტოგოლი მიითვალა - 1:1.

მალევე, "ჩიხურა" დაწინაურდა. ლევან კაკუბავას კარგი პასი, გიორგი ივანიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ლაზარე კუპატაძემ პირველი დარტყმა მოიგერია, თუმცა ივანიშვილმა ბოლომდე იბრძოლა და მცველებს დაასწრო - 1:2.

საბურთალო - ჩიხურა 1:2 (1:2)

საბურთალო: კუპატაძე, ტერა (ბიძინაშვილი 42), თედო გრიგალაშვილი, მამუჩაშვილი, ლაკვეხელიანი (არზიანი 68), ცნობილაძე, ვაგნერი, კოხრეიძე, ხარაიშვილი, შინდაგორიძე (მალი 53), ფანცულაია

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, კორიფაძე, განუგრავა, გორგიაშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი 75), დეკანოიძე (ლექვთაძე 88), ივანიშვილი (გელაშვილი 84), სარდალიშვილი, ტატანაშვილი

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (10 პენ), 1:1 კაშია (23 საკ.კარში), 1:2 ივანიშვილი (29)

გაფრთხილება: ტერა (9)

მსაჯი: ხარიტონაშვილი

1. დინამო თბ 14 10 1 3 27 9 +18 31
2. ტორპედო 15 9 4 2 22 9 +13 31
3. სამტრედია 15 8 2 5 19 17 +2 26
4. ჩიხურა 15 7 2 6 20 20 0 23
5. ლოკომოტივი 15 6 3 6 27 20 +7 21
6. საბურთალო 15 6 1 8 19 19 0 19
7. დილა 15 4 7 4 15 15 0 19
8. დინამო ბთ 14 5 1 8 14 18 -4 16
9. კოლხეთი 1913 15 4 3 8 15 25 -10 15
10. შუქურა 15 1 4 10 11 37 -26 7
0.111491