ჩოგბურთი

14:35 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა (VIDEO)

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი ორ სეტში 6:3, 6:1 დაამარცხა.

ნახევარფინალში ნიკას მეტოქე ხაჩანოვი-ცონგას დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილმა ლიონის ტურნირზე ასპარეზობა ბორნა ჩორიჩი ძლევით დაიწყო (6:4, 5:7, 6:1), მერვედფინალში კი ანდრეა სეპი დაამარცხა (6:4, 6:4).

0.109876