ჭადრაკი

12:54 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას ამჯერადაც ძლიერი მეტოქე ეყოლება

კირიშიში (რუსეთი) მიმდინარე ,,მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავების’’ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე, 13 წლის ნიკოლოზ კაჭარავა (2180) 16 წლის და მასზე ბევრად უფრო მაღალი რეიტინგის მქონე სერგეი ლობანოს (2429, რუსეთი) შეხვდა და დამარცხდა.

მერვე ტურში ნიკოლოზი კიდევ ერთ 16 წლის მოჭადრაკეს, არამ აკოპიანს (2449, სომხეთი) დაუპირისპირდება, რომელსაც 5.0 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.

ტურნირს უკრაინელი კირილ შევშენკო ლიდერობს, რომელის ანგარიშზეც 5.5 ქულაა. რაც შეეხება კაჭარავს, 2.0 ქულა აქვს და მისი რეიტინგის შესაფერისი, მე-11 ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116004