ფეხბურთი

12:25 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “სეზონი რთული, მაგრამ წარმატებული გამოდგა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპის ლიგის ფინალში “აიაქსთან” გამარჯვების (2:0) შემდეგ აღნიშნა, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, სეზონის ასეთი დასასრული ახარებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელმაც მწვრთნელთა შორის პირველმა შეძლო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ორ-ორჯერ მოგება, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისმა გუნდმა ფინალში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა.

“ეს სეზონი რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებული გამოდგა. ჩემპიონთა ლიგის საგზურის ამ გზით მოპოვებას ვარჩევდით, ვიდრე ინგლისის ჩემპიონატში მეოთხე, მესამე ან თუნდაც მეორე ადგილის დაკავებით. გუნდმა დასახული მიზანი შეასრულა, დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგას და მოიგო ტიტული, მნიშვნელოვანი ტიტული. ახლა “მანჩესტერ იუნაიტედს” მსოფლიო ფეხბურთის ყველა ჯილდო აქვს. თავიდანვე ამისთვის ვიბრძოდით მთელი ძალით და გვჯეროდა, რომ ევროპა ლიგას მოვიგებდით. ამიტომ, ახლა ყველანი ბედნიერები ვართ. გუნდმა ჭკვიანურად ითამაშა და სასურველ შედეგს მიაღწია, ჩვენ მეტოქეზე ბევრად ძლიერები ვიყავით” - აღნიშნა მოურინიომ, რომელმაც მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა “პორტუსთან” (2004 წელს) და “ინტერთან” (2010) ერთად მოიგო, უფრო ადრე, 2003 წელს ასევე “პორტუსთან” ერთად იზეიმა ევროპა ლიგის წინამორბედ უეფას თასზე გამარჯვება, ახლა კი 14-წლის წინანდელი შედეგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაიმეორა.

0.113037