ფეხბურთი

11:51 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატა იტალიაში ბრუნდება

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ალვარო მორატა კარიერას “მილანში” გააგრძელებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი ოფიციალურად მალე გამოცხადდება.

იტალიური გამოცემა გარიგების ფინანსურ დეტალებსაც ასახელებს: “როსონერი” ესპანურ კლუბს 60 მილიონ ევროს გადაუხდის, 24 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება კი სეზონში 7,5 მილიონი ევრო იქნება.

ალვარო მორატა იტალიაში ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. 2014 წელს “რეალმა” “იუვენტუსს” მისი სატრანსფერო უფლებები 20 მილიონ ევროდ დაუთმო, “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კი, 2016 წელს, 30 მილიონად დაიბრუნა. თუმცა, ახალგაზრდა თავდამსხმელი “სამეფო კლუბში” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობით უკმაყოფილო იყო და ბოლო პერიოდში აქტიურად გამოთქვამდა კლუბის შეცვლის სურვილს.

როგორც ირკვევა, ესპანელი ფორვარდი “მილანში” კარლოს ბაკას ადგილს დაიკავებს, რომელსაც “როსონერი” ამ ზაფხულს შეელევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131084