თამაშგარე

11:00 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ელისის “შეპაჩინკებული” მკერდის ამბავი

ბრიტანელი მობურთალის, ჯერმეინ პენანტის მეუღლე, მოდელი ელის გუდვინი არაერთხელ გამხდარა მსოფლიოს ბულვარული მედიის სამიზნე. ერთი წლის წინ მისის ელისს მასზე გავრცელებული ჭორები არ ეპიტნავა და ჟურნალისტებს ისეთები უთხრა – აწგარდაცვლილ მედეა მეზვრიშვილსაც კი რომ არ დაესიზმრებოდა.

ახლა განსაკუთრებული მსჯელობისა და განხილვის საგანი ელისის კოხტად შეღერებული მკერდია, რომელიც “ყვითელი” პრესის ვარაუდით პენანტის მეუღლემ არაერთხელ “შეიპაჩინკა” და საბოლოო ჯამში ბევრი გაზრდა-დაპატარავების მერე როგორც იქნა მიიღო ის, არაც უნდოდა.

მკერდის ფორმის შეცვლა ჩვენს დროში აბა ვის უკვირს? მაგრამ ჟურნალისტებმა როგორც ჩანს ჯერ კარგად არ უწყიან როგორი გუნებისა და ყაიდის ქალთან აქვთ საქმე და ეგენი იმდენს იზამენ, ელის გუდვინი ადგება და სულ აზღუდით გალახავს მის მკერდზე მოლაყბეებს. არადა, მშვენიერი სალაყბოა ღმერთმანი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136637