კალათბურთი

20:22 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„სოხუმი“ მეხუთე ადგილზე გავიდა

პლეი აუტის მეორე წრის ბოლო მესამე ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „სოხუმი“ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ. იმის შემდეგ რაც „ბათუმმა“ სუპერლიგა დატოვა, სუპერლიგაში დარჩენილმა გუნდებმა მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა დაიწყეს. აღნიშნული ადგილისათვის ბრძოლაში ძირითადმა კონკურენტმა „სოხუმმა“ „ოლიმპს“ დიდი ანგარიშით 111:94 მოუგო.

შეხვედრა ზღვისპირელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 12 ქულის სხვაობით 32:18 დაწინაურდნენ. მართალია მეორე მეოთხედში „ოლიმპი“ გააქტიურდა, მაგრამ „სოხუმმა“ შეძლო პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 55:48. მესამე მეოთხედმა „სოხუმელთა“ უპირატესობით ჩაიარა და მატჩის ბედიც ამ მეოთხედში გადაწყდა ვაჟა კვარაცხელიას შეგირდების სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი სოხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერი უეიდ ლათანმა აჩვენა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. „ოლიმპის“ მხრიდან 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკოლას შლიცერი იყო.

პლეი აუტში დარჩენილია 1 შეხვედრა, რომელიც 26 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს „ოლიმპი“ და „მგზავრები“ დაუპირისპირდებიან.

„სოხუმი“ – „ოლიმპი“ 111:94 (32:18, 23:30, 34:22, 22:24)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11678