ფეხბურთი

0:20 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" ატსუს მოგზაურობას წერტილი დაუსვა

განის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის "ჩელსის" ყოფილი შემტევი კრისტიან ატსუ მომდევნო ოთხი სეზონის განმავლობაში "ნიუკასლის" რიგებში ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგაში დაბრუნებული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი გადაუხადეს "კაჭკაჭებმა" "არისტოკრატებს".

ატსუ "ჩელსიმ" 2013 წელს "პორტუდან" იყიდა და მას შემდეგ განელმა იჯარის წესით 5 გუნდში ითამაშა. გასულ სეზონში "ნიუკასლმაც" ინათხოვრა კრისტიანი და ახლა გამოსყიდვის უფლება გამოიყენა. 2016/17 წლების სეზონში ატსუმ 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097599