ფეხბურთი

23:59 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცემ "ბაიერნთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

მსოფლიოს ჩემპიონის მარიო გიოტცეს ძმამ ფელიქსმა მიუნხენის "ბაიერნთან" პროფესიონალური კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

19 წლის მცველი მომავალი სეზონისთვის "ბაიერნის" მთავარ გუნდში ითამაშებს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა ახალგაზრდულ ლიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

0.101446