ფეხბურთი

23:20 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ესპანიოლმა" პიატი გამოისყიდა

არგენტინელი ფეხბურთელი პაბლო პიატი "ესპანიოლში" გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ლა ლიგის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სამხრეთამერიკელი ბარსელონურ კლუბში აწ უკვე გასულ სეზონში "ვალენსიადან" იჯარის წესით თამაშობდა და "ესპანიოლს" გამოსყიდვის უპირატესობა ჰქონდა. 2016/17 წლების სეზონში პიატიმ 31 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108429