თამაშგარე

16:54 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოის ვერჰოვენის თვალსაჩინო მშვენიერება

სილამაზით “კბილებამდე შეიარაღებული” ბელგიელი მოდელი, ჯოის ვერჰოვენი ამ ბოლო დროს ლეგენდარულ რუს მოდელს, ირინა შეიკს დაუმეგობრდა და რამდენჯერმე ამ ორმა მშვენიერმა ლამაზმანმა ერთობლივი ჩვენებაც კი მოაწყო. ეს მაშინ, როდესაც ირინაზე ხალხი იძახის – მაგაზე უჟმური და უმეგობრო ქალი დუნიაზე მეორე არ დაიარებაო.

უხიაგი ხალხი იმასაც იძახის, ვერჰოვენის ქალი ნამეტანავად ჭკვიანი ვინცხაა და ირინასთან მეგობრობა იმიჯისათვის სჭირდებაო. მოკლედ, ყიამყრალ ხალხს ამქვეყნად რა დალევს და ბულვარული მედიისათვის თქვენც კარგად იცით, რომ არც ათასგვარი ჭორების შეთხზვაა უცხო და გასაკვირველი.

ერთი ისაა, რომ ირინასგან განსხვავებით, ჯოის ვერჰოვენი ნამდვილად არ გამოირჩევა საყვარელმრავლობით და პოპულარობისათვის არც ცნობილ ფეხბურთელთან რომანი დასჭირვებია. თავისი მშვენიერი ფეხებით დააბიჯებს ბელგიის დალოცვილ მიწაზე და გულსაც ახარებს და სულსაც ამშვიდებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10934