კალათბურთი

12:11 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდს” “გოლდენ სტეიტამდე” ერთი ნაბიჯი დარჩა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა, “კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “ბოსტონი” 112:99 დაამარცხა (VIDEO).

პირველი ტაიმის შემდეგ “კელტები” 10 ქულას იგებდნენ. გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კლივლენდმა 17 ქულით მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 42 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო, რაც გამთამაშებლისთვის პლეი-ოფში სარეკორდო მაჩვენებელია. ლებრონ ჯეიმსმა 34 ქულა მიითვალა. “ბოსტონში” 19 ქულით ბრადლი გამოირჩა.

სერიას “კლივლენდი” 3:1 იგებს. მეხუთე შეხვედრა ბოსტონში 26 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113989