ჩოგბურთი

10:32 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალში კიკერს შეხვდება

ლიონის ტურნირის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 94-ე ნომერს, გერმანელ ნიკოლას კიკერს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში მოულოდნელად ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი 2:6, 6:4, 6:2 დაამარცხა.

ნიკა და ნიკოლასი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან. მატჩი 25 მაისს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ლიონის ტურნირზე ბორნა ჩორიჩი და ანდრეა სეპი დაამარცხა.

0.119983