ფეხბურთი

17:51 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "რეალს" "იუვენტუსის" ეშინია"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უპირატესობა მადრიდის „რეალის“ მხარეს იქნება. თუმცა დასძენს, რომ მას „სამეფო კლუბის“ დირექტორთან ჰქონდა საუბარი, რომელსაც იტალიის ჩემპიონის შიში აქვს.

„მადრიდის „რეალის“ დირექტორს „იუვენტუსის“ ეშინია - მან მკითხა, როგორ შეიძლება „იუვენტუსის“ დაცვის გავლა. მე ვუპასუხე, რომ ეს არის ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდი. თუმცა, ვფიქრობ, ფინალში „რეალს“ უპირატესობა ექნება, რადგან ძალიან ძლიერი თავდასხმის ხაზი ჰყავს, კრიშტიანუ რონალდუ კი, დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა კაპელომ.

აღსანიშნავია, რომ ფაბიო კაპელოს თავის დროზე ორივე გუნდში უმუშავია: „რეალს“ 1996-1997 და 2006-2007 წლებში, ხოლო „იუვენტუსს“ 2004-2006 წლებში წვრთნიდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, იგი 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102957