ფეხბურთი

15:26 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მატია დე შილიომ "მილანს" "იუვენტუსი" ამჯობინა

მატია დე შილიოსა და „მილანის“ გზები იყრება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელს „როსონერიში“ დარჩენა არ სურს, ამიტომაც შეთანხმება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, არ შედგა. იტალიელ მცველს კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება კი, 2018 წლის ივნისში ეწურება.

ამასობაში, ჰორიზონტზე ტურინის „იუვენტუსი“ გამოჩნდა, რომელიც მოწადინებულია, რომ 24 წლის ფეხბურთელი თავისთან იახლოს. როგორც ირკვევა, მატიაც თანახმაა ტურინში გადაბარგებაზე და „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას უკვე მოურიგდა პირად კონტრაქტზე.

აღსანიშნავია, რომ მატია დე შილიოს ერთი თვის წინ, „მილანის“ ქომაგებთანაც დაეძაბა ურთიერთობა. კერძოდ, „ემპოლისთან“ „სან სიროზე“ განცდილი მარცხის შემდეგ. დე შილიო „მილანში“ 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ერთ დროს მას ახალ მალდინისაც უწოდებდნენ, მაგრამ ფაქტია, მოლოდინი ვერ გაამართლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10912