ფეხბურთი

11:06 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" ბრაზილიელი ვუნდერკინდი შეიძინა

მადრიდის „რეალმა“ მომავალზე ზრუნვა უკვე დაიწყო და ნიჭიერი ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჟუნიორი შეიძინა. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ჟუნიორი მხოლოდ 16 წლისაა და ამჟამად „ფლამენგოს“ ღირსებას იცავს.

მიუხედავად მცირე ასაკისა, „რეალმა“ მასში საკმაოდ სოლიდური თანხა, 45 მილიონი ვერო გადაიხადა. სხვათა შორის, ვინისიუსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელშიც ასეთი ოდენობის თანხა ოდესმე გაუღიათ. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ვუნდერკინდით დაინტერესებულნი „ბარსელონა“, „რეალი“ და „პარი სენ ჟერმენიც“ იყვნენ.

ვინისიუს ჟუნიორი მადრიდულ გრანდს მხოლო ორი წლის შემდეგ, 2019 წლის ივლისში შეუერთდება, მანამდე კი, „ფლამენგონში“ სათამაშო კლასის ასამაღლებლად და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაირჯება.

საგულისხმოა, რომ მას ბრაზილიაში ახალ ნეიმარს ეძახიან. საინტერესოა, რამდენად გაამართლებს მოლოდინს თინეიჯერი შემტევი და მასში გადახდილ 45 მილიონ ევროს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118756