ფეხბურთი

22:59 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ინიესტას გადაბირებას ცდილობს

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ტურინის “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში მოექცა – იტალიური მედიის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას 33 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება უფასოდ სურს.

საქმე ისაა, რომ ინიესტას “ბარსასთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ერთი წლით ადრე მისი გაწყვეტა შესაძლებელია. ლეგენდარული ესპანელი და კატალონური გრანდი, ჯერჯერობით, ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

სხვათა შორის, “იუვეს” თავისუფალი აგენტების ხელში ჩაგდების ჩინებული გამოცდილება უმაგრებს ზურგს: ანდრეა პირლო, დანი ალვეში, სამი ხედირა, პატირს ევრა...

ინიესტა “ბარსელონას” მთავარ გუნდში 2002 წლიდან თამაშობს და დღემდე ლურჯ-წითელი მაისურით ჩატარებულ 623 შეხვედრაში 54 გოლის გატანა შეძლო.

0.112538