კალათბურთი

23:40 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბრაიანტს გადაასწრო

“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ “სან ანტონიოსთან” (129:115) მოგებულ შეხვედრაში ხუთი სამქულიანი ჩააგდო და კარიერაში ნბა-ს პლეი-ოფში 295 სამქულიანი დაუგროვდა, ხოლო ლეგენდარულ კობი ბრაიანტს 292 სამქულიანი აქვს ჩაგდებული. ამ მაჩვენებლით კარი ნბა-ს ისტორიაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ნბა-ს პლეი-ოფში ჩაგდებული სამქულიანები

  1. რეი ალენი – 385 სამქულიანი
  2. რეჯი მილერი – 320
  3. მანუ ჯინობილი – 317
  4. ლებრონ ჯეიმსი – 314
  5. სტეფ კარი – 295
  6. კობი ბრაიანტი – 292

0.107608