ფეხბურთი

20:30 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი “ლივერპულში”

ინგლისურ “ლივერპულს” იკერ კასიალისის გადაბირება სურს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ბითოლმანების” ხელმღვანელებს ვეტერანი კიპერის ხელში ჩაგდება უფასოდ სწადიათ და პირადი კონტრაქტი უკვე გამზადებულიც აქვთ.

აღსანიშნავია, რომ იკერს “პორტუსთან” მიმდინარე ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, “დრაკონები” მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ გეგმავენ. ეს კი, ინგლისელებთან შეთანხმების ალბათობას ზრდის.

აქამდე იწერებოდა, რომ კასილიასი კარიერას თურქეთში ანაც ყატარში გააგრძელებდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილმა შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს და ვეტერანი კიპერიც “ენფილდ როუდზე” ვიხილოთ.

იკერ კასილიასი “პორტუში” 2015 წლის ზაფხულში მადრიდის “რეალიდან” ჩაირიცხა.

0.112782