ფეხბურთი

17:03 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ სეზონი დაასრულა

გიორგი ქვილითაიას დაზიანება, როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული აღმოჩნდა. ვენის “რაპიდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გავა. 23 წლის ქართველი, ყველაზე კარგ ვარიანტში, გამოჯანმრთელებას სეზონის მოსამზადებელი ეტაპისთვის მოახერხებს.

შესაბამისად, გიორგისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. არადა, წინ ბუნდესლიგის ორი ტური და ავსტრიის თასის ფინალია დარჩენილი. გარდა ამისა, ქვილითაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც დააკლდება 11 ივნისს, მოლდოვასთან გასამართ შეხვედრაში.

ქვილითაიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 35 შეხვედრა და 9 გოლია.

0.111166