ფეხბურთი

16:46 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლას შვილები მანჩესტერში ტერორისტული აფეთქების ეპიცენტრში

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას ოჯახის წევრები, მეუღლე და ორი ქალიშვილი, მანჩესტერში მომხდარ ტერორისტულ აქტს გადაურჩნენ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ისინი “მანჩესტერ არენაზე” იმყოფებოდნენ, სადაც ამერიკელი მომღერალი არიანე გრანდე კონცერტს მართავდა.

როგორც წყარო გვამცნობს, პეპის მეუღლე და შვილები აფეთქებას უვნებლად გადაურჩნენ. თუმცა, ტერორისტების ჩანაფიქრმა ტრაგიკული შედეგი მაინც გამოიღო, რადგან აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.

როგორც ინგლისური მედია იტყობინება, მანჩესტერის სამხრეთში დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცავი უწყების განცხადებით, მომხდარ ტერორისტულ აქტთან კავშირი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112536