ავტოსპორტი

14:17 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილის მესამე ადგილი ევროპის თასზე

20-21 მაისს ავტომრბოლებმა სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ევროპის თასის პირველ ეტაპზე იასპარეზეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ქართულმა წყვილმა ევროპის თასზე მესამე ადგილი დაიკავა, ბულგარეთის პირველობის ეგიდით გამართული რბოლა კი მოიგო.

„ჩვენ მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ. ტექნიკური დათვალიერების შემდეგ ფიქრობდნენ, რომ მოწინავეთა შორის ვერ მოვხვდებოდით, რადგან მანქანას უამრავი ქარხნული დეტალი ჰქონდა, თუმცა წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერი ვიღონეთ და ყველას დიდი სიურპრიზი შევთავაზეთ", - განაცხადა სანდრო ლომაძემ, რომელისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო რბოლა იყო 2011 წლის შემდეგ.

მისივე თქმით, ბულგარეთში მოპოვებული მესამე ადგილი დამატებითი სტიმული იქნება მომდევნო რბოლებისთვის უკეთესად მოსამზადებლად.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112471