ფეხბურთი

11:45 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

 თბილისის პირველ და უმაღლეს ლიგაში ლიდერები შეიცვალა!

20-21 მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში,„მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის ლიგის მე-6 ტურს უმასპინძლა. თამაშები საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა შეხვედრა სეუსა და “ვაზისუბანს” შორის, ცხრილის ფავორიტმა სეუმ პირველი ქულები დაკარგა. მიუხედავად მატჩის სანახაობრიობისა, საბოლოო შედეგი ფრე 0:0 დაფიქსირდა. ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფმა “უქიმერიონმა”, ისარგებლა სეუს „წაბორძიკებით“, “კვარტალთან” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 5:2 და ბურთების უკეთესი შეფარდებით, ცხრილის სათავეში მოექცა. უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის გამორჩეული მოთამაშე თემო ვაჩანძე გახდა, რომელმაც კვარტალს 4 გოლი გაუტანა.

მეტად დაძაბული და გამორჩეული გამოდგა პირველი ლიგის შეხვედრებიც, სადაც ერთმანეთს ფავორიტები “პლატინუმი” და “სასამართლო” დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ სასასამართლოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თავისი შეხვედრა მოიგო “დადიანმა”, რომელმაც “კახორს” 5 უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც სასამართლოს გადაასწრო, ბურთების უკეთესი შეფარდებით. ტური აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ „უქიმერიონი 1960“-მა თავისი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. გამორჩეული ფეხბურთელი, დადიანის შემტევი, გიორგი ხარანაული გახდა. მან მეტოქეს 4 გოლი გაუტანა.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193061