ფეხბურთი

23:59 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: “დონარუმამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ჯანლუიჯის დონარუმას ურჩევს, თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე მიიღოს. იტალიელმა მწვრთნელმა Sky Sport-ს უთხრა, რომ “მილანში” 18 წლის მეკარის შენარჩუნება სურთ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი დონარუმაზეა დამოკიდებული.

“ის ძალიან თავაზიანი, დაბალანსებული და თავმდაბალი ადამიანია – ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, დონარუმამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. “მილანში” ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იგი შეინარჩუნონ. ვიცი, რამდენად უყვარს ჯანლუიჯის შავ-წითელი ფერები, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მანამდე უნდა მიიღოს, სანამ გვიან იქნება”, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” პირველ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. მის მიმართ ინტერესს ევროპის რამდენიმე წამყვანი გუნდი იჩენს.

0.108496