ფეხბურთი

21:44 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი “ატლეტიკოში” რჩება

მადრიდის “ატლეტიკოს” ცოცხალი ლეგენდა ფერნანდო ტორესი კლუბში რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

ნახსენები წყაროს მტკიცებით, “ელ ნინიო” დიეგო სიმეონეს გეგმებში შედის და მომავალ სეზონს “ატლეტიკოში” ჩაატარებს, იმის მიუხედავად, “როხიბლანკოს” სატრანსფერო სასჯელს მოუხსნიან თუ არა.

33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” მაისური 45-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას მშობლიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.121469